კათოლიკე მღვდელმა თავისი აზრი გამიზიარა იმ წყვილების შესახებ, რომლებიც ქორწილისთვის წლების მანძილზე ემზადებოდნენ. არ ვიცი, ეს მხოლოდ მისი აზრი იყო თუ სადმე ჰქონდა მოსმენილი ან გაგონილი, მისი ნათქვამი ფრაზა მეხსიერებაში სამუდამოდ ჩამრჩა: ,,წყვილები გაცილებით მეტ დროსა და ძალისხმევას ქორწილის დღეს უთმობენ, რომელიც მხოლოდ ერთ დღეს გრძელდება, ვიდრე თანაცხოვრებისთვის სამზადისს, რომელიც მთელი ცხოვრება გასტანს.’’
ამ სიტყვებში არის სიმართლე. ბოლო ათწლეულების განმავლობაში განქორწინების მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა და ამიტომ, ქორწინების საკითხი წინა პლანზე უნდა იყოს წამოწეული. ზოგმა წყვილმა ქორწინება დროებით ან სამუდამოდ გადადო და ეს მდგომარეობა არაკანონიერი ურთიერთობით შეცვალა. ხოლო თუ წყვილი ახალგაზრდა ასაკში ინიშნება, საზოგადოებას ისე უკვირს, თითქოს ისინი იუპიტერის ერთ-ერთ მთვარეზე გაფრენასა და იქ კოლონიის დაარსებაზე საუბრობდნენ.
Atlantic- ში გამოქვეყნებული ნაშრომი გარკვეულწილად გვეუბნება, რომ თუ ახალგაზრდები ოჯახის შესაქმნელად სათანადოდ მზად არ არიან და არც იმაზე აქვთ წარმოდგენა, რა ხდის ქორწინებას წარმატებულს, ეს ნიშნავს, რომ საქორწინო კონტრაქტის დასადებად მზად არ არიან. რაინა კოენის ნაწარმოებში, ,,რა მოხდება რომ ცხოვრებაში მთავარი არა ქორწინება, არამედ მეგობრობა იყოს?“ ბევრი ადამიანის გამოცდილებაა აღწერილი, რომლებიც პირად ურთიერთობებში დილემას აწყდებიან და აზრი, რომ ასეთი ურთიერთობების მეგობრობით ჩანაცვლება შეიძლება, უცნაურად ეჩვენებათ. პირველ აბზაცში კოენმს მაგალითად მოჰყავს ქალი, სახელად კანი ვესტი, რომელის შეყვარებულიც მის საუკეთესო მეგობარზე ქეით ტილიტსონზე ეჭვიანობდა. ამან მას დიდი ტკივილი მიაყენა.
“‘მინდა იცოდე რომ ტილოტსონი არსად მიდის. ის ჩემთვის ნომერი პირველია,” ეუბნება კოენი თავის ბოიფრენდს და შემდეგნაირად განაგრძობს: ,,ტილოტსონი ჩემთვის შენამდე იყო და მის ადგილს ვერასოდეს დაიკავებ. და თუ ოდნავ მაინც გეპარება ეჭვი, რომ ეს ასე არ იქნება, მწარედ ცდები.“
„ის შენს შემდეგაც იქნება.“ ეს უბრალო ფრაზა გამოხატავს ვესტის შეხედულებას რომანტიკულ ურთიერთობებზე. მას ტრადიციულ ქორწინებაზე განსხვავებული შეხედულება აქვს და თუ მაინც გადაწყვეტს თავის შეყვარებულზე დაქორწინებას, მიაჩნია რომ ქორწინება სამუდამო ვალდებულებაა „ვიდრე სიკვდილი არ დააშორებთ.“
თავისი მოსაზრების გამოსახატავად, კოენი დეტალურად აღგვიწერს ბევრი ადამიანის გამოცდილებას. საინტერესოა რის დემონსტრირებას ცდილობს იგი? მის წიგნში მოცემულია ასეთი ტექსტი [ემოციურობა მომატებულია]:
,,ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ამერიკელთა შეხედულებები ლეგიტიმური რომანტიკული ურთიერთობების შესახებ გაფართოვდა: სასამართლოები ერთსქესიანთა ქორწინების ლიცენზიებს გასცემენ, ამერიკელები ქორწინდებიან უფრო გვიანდელ ასაკში, ვიდრე ადრე და უფრო მეტი ახალგაზრდა წყვილი ცხოვრობს ქორწინების გარეშე. ამ გარდაქმნების მიუხედავად, არ შეცვლილა მოლოდინი, რომ მონოგამიური რომანტიკული ურთიერთობა არის ღერძი, რომლის გარშემოც ყველა სხვა სახის ურთიერთობა უნდა ტრიალებდეს.
ცხოვრების ცენტრში მეგობრობის დაყენებით ვესტი და ტილოტსონი, ამ ნორმას არღვევენ. ასეთიმეგობრები, როგორც წესი, რომანტიკული პარტნიორებისთვისაა განკუთვნილი. ისინი ცხოვრობენ სახლებში, რომლებიც ერთობლივადაა შეძენილი, ზრდიან ერთმანეთის შვილებს, იყენებენ ერთობლივ საკრედიტო ბარათებს, აქვთ სამედიცინო და იურიდიული უფლებამოსილებები. ასეთ მეგობრობას რომანტიკული ურთიერთობის მსგავსი ბევრი მახასიათებელი აქვს, გარდა სექსისა.’’
მეგობრობის ასეთი ტენდეციის გამოჩენას კოენი ერთსქესიანთა ქორწინების ზრდას უკავშირებს. ის გვიამბობს გეი მეგობრებზე – ჯო რივერასა და ჯონ კეროლზე, რომლებმაც ერთმანეთი გეი ბარში, ოსტინში, ტექსასში გაიცნეს. რივერა სტრიპტიზის კონკურსის წამყვანი იყო, კეროლმა კი 250 დოლარი ფულადი პრიზი მოიგო. მამაკაცები ერთად ცხოვრობენ და კოენი მათ ურთიერთობას ,,ძმურს’’ უწოდებს, თუმცა კეროლის სიტყვებსაც იმეორებს, რომელიც ხსენებულ მდგომარეობას ასე აღწერს: “ჩვენ დაქორწინებულ წყვილს ვგავართ, თუმცა ქორწინებაში არ ვიმყოფებით.’’ ამას კოენი “შერეულ ანალოგიას” უწოდებს, რომელიც ინტიმური მეგობრობის ახალ ფენომენებს აღგვიწერს. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ მათი თანაცხოვრება პლატონური და არასექსუალურია. ამავე დროს, იგი მას მაგალითდ მოჰყავს კეროლის სიტყვები, რომელიც განმარტავს მის დამოკიდებულებას რივერასთან ურთიერთობისადმი:
კეროლი, რომელმაც შეხვდა პლატონური პარტნიორი, ჯო რივერა, გეი ბარში გაიცნო, აღწერს რომანტიკულ ურთიერთობას [როცა მეუღლეებს ერთმანეთის იმედი აქვთ და მხარს უჭერენ ერთმანეთს როგორც ემოციურად, ასევე სოციალურად]. ხალხი ფიქრობს რომ ურთიერთობაში, ემოციური მხარდაჭერა, სექსუალური კმაყოფილება, საერთო ჰობი, ინტელექტუალური სტიმულაცია და აღზრდა იქნება თავმოყრილი. 52 წლის კეროლი ფიქრობს, რომ ეს შეუძლებელია. ექსპერტები მის წუხილს იზიარებენ.
გაითვალისწინეთ, რა იშვიათია “სექსუალური კმაყოფილება” და “ჰარმონიული შეწყობა” ერთმანეთში, უმრავლეს შემთხვევებში ამ ორს ერთმანეთთან საერთო არაფერი აქვს.
კოენი ერთ რამეში მართალია. ექსპერტები ამ საკითხით მართლაც დაიტერესებულნი არიან, თუმცა მისგან განსხვავებული აზრი აქვთ. კოენი იმოწმებს სექსოლოგებსა და ფსიქოთერაპევტებს, რომელთაც ცოლ–ქმრული კავშირი მოძველებულად და არაჯანსაღად მიაჩნიათ. მაგალითად ფილოსოფოსი ელიზაბეტ ბრაკი არ იზიარებს აზრს, რომ ქორწინება სექსუალურ ურთიერთობებზეა დამყარებული. რა კავშირი აქვს ქორწინებას სექსთან? რატომ უნდა ჰქონდეს მას სექსთან კავშირი?
ეს სწორედ ის გამოწვევაა, რაც ზემოთხსენებულ ექსპერტებს წლების მანძილზე აწუხებდათ. წიგნში ,,რა არის ქორწინება? ქალი და მამაკაცი: თავდაცვა,’’ შერიფ გირგისმა, რაიან ანდერსონმა და რობერტ პ. ჯორჯმა განსაზღვრეს, რომ ერთსქესიანთა ქორწინებას პრობლემა შეექმნებოდა. ხოლო „ძირგამოთხრილი მეგობრობის’’ ერთ– ერთ მონაკვეთში ავტორები განმარტავენ, რომ შეხედულებები მეგობრობაზე და ქორწინების ,,რევიზიონისტული თვალსაზრისი“ ხელიდან ხელში გადადის:
რევიზიონისტები ქორწინებას განსაზღვრავენ არა სხეულის კავშირისა და ოჯახური ცხოვრების თვალსაზრისით, არამედ მისი ხარისხითა და ინტენსივობით. ქორწინება უახლოესი ურთიერთობაა, რომელიც გთავაზობთ საერთო ემოციებსა და გამოცდილებას. როგორც ფედერალურმა მოსამართლემ ცოტა ხნის წინ თქვა კალიფორნიის ცოლ–ქმრული ქორწინების კანონის საწინააღმდეგო საქმეში, ,,ქორწინება” არის სახელი, რომელსაც საზოგადოება არქმევს ურთიერთობას, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია ორ ზრდასრულ ადამიანს შორის.
რაც უფრო მეტად ვუშვებთ ამ აზრს, მით უფრო ნაკლებად ვაფასებთ მეგობრობას. თვითგამორკვევა, უსირცხვილო დამოკიდებულება, თავდავიწყება, ექსტრავაგანტული სიყვარულის გამოხატვა და მეგობრობის სხვა მახასიათებლები, როგორც ჩანს, გაუგებარი ან არასასურველია რომანტიკულობისა და ქორწინების გარეშე. ცხოვრებისეული გამოცდილებები მეგობრების ნაცვლად შეგვიძლია საკუთარ მეუღლეებს გავუზიაროთ, რაც ქორწინებას სულაც არ აკნინებს.
ცოლქმრული გადმოსახედიდან, ქორწინება არის სხეულებრივი კავშირი, ოჯახური ცხოვრება. მეუღლეებს მართებთ უყვარდეთ და მხარს უჭერდნენ ერთმანეთს. იზიარებდნენ ერთმანეთის გრძნობებს, და ეს ყველაფერი კომპრომისის გარეშე უნდა ხდებოდეს.
მოკლედ რომ ვთქვათ, ავტორები გულისხობენ შემდეგს: თუ ქორწინებიდან სექსს ამოვაგდებთ , „სექსუალურ კმაყოფილებასა“ და „ჰარმონიულ თანამშობლობას“ მივიჩნევთ მოვლენებად, რომელთაც ცოლქმრულ კავშირთან საერთო არაფერი აქვთ და აღმოვაჩენთ, რომ ქორწინება მეგობრობის კიდევ ერთი ფორმაა. ამიტომ იგი ეწინააღმდეგება და შეიძლება დაუპირისპირდეს კიდეც მეგობრობას, როგორც ზოგადად, ისე – კონკრეტულად.
ამ ყველაფერს კი მივყავართ ლოგიკურ დასკვნამდე: როგორც კაროლი და ბლეიკი ამბობენ: რატომ არ უნდა დაუშვან მეგობრების ქორწინება? თუ ქორწინება აღარ არის ცოლქმრული, წყვილს ერთმანეთთან მშობლობა არ აკავშირებს და ეს ურთიერთობა მეგობრობაშია გადაზრდილი, მაინც რატომ გვგონია, რომ ქორწინებას კავშირი აქვს სექსთან? თუმცა, კრიზისული ქორწინება განქორწინებას უმზერს და ამ მზარდ ლოგიკის სულ უფრო და უფრო უკავშირდება. მეგობრობისადმი ერთგულებას ექსკლუზიურობის მიმართ არსებითი ან რაციონალური მოთხოვნა არ აქვს. არც მუდმივობასა და მონოგამიურობასთან აქვს პრეტენზია. ეს მახასიათებელი მხოლოდ ცოლქმრულ კავშირს აქვს.

კამი ვესტის განმარტებით, მისი ურთიერთობა ქეით ტილოსტონთან სამუდამოა და არასოდეს დასრულდება. შეყვარებულთან ურთიერთობა კი, ქორწინებაში გადაზრდის შემთხვევაშიც შესაძლოა ხანმოკლე იყოს. მეგობარი მის ცხოვრებაში შეყვარებულამდე არსებობდა და მომავალშიც იარსებებს. ვესტისთვის ქორწინება მეგობრობად იქცა და მისი მეგობრობა ქორწინებას ჰგავს. თუმცა, საქმე ისაა, რომ როდესაც ქორწინება და მეგობრობა ამ გზით ეჯახება ერთმანეთს, საბოლოოდ ორივეს ვკარგავთ.
Discussion about this post