[სტატიის ორიგინალი SALVO- ში დაიბეჭდა (www.salvomag.com) და ვრცელდება ნებართვით. – რედ.]
,,ამერიკის ხმა’’ და სხვა საინფორმაციო საშუალებები გვამცნობენ, რომ, გასულ შაბათს, აშშ-ის სხვადასხვა ქალაქში ათასობით ქალმა მსვლელობა „ქალთა მარში“ გამართა. წელს საპროტესტო აქციების თემა ვიწროდ სპეციფიკური იყო: პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაყენება და მოსამართლე ემი კოუნი ბარეტის უზენაეს სასამართლოში წარდგენა.
ვიწრო იდეოლოგიური აზროვნება 2017 წლიდან ქალთა მარშის განმასხვავებელი ნიშანია. ამ წელს ეს მარში პირველად გაიმართა და ტრამპის პრეზიდენტად არჩევა გააპროტესტა. ,,ქალთა მარშის’’ განცხადების თანახმად, პოლიტიკური ძალა უნდა დაეთმოს განსხვავებული ქალებისა და საზოგადოებისთვის ტრანსფორმაციული სოციალური ცვლილებების შექმნას. მარშის თქმით, აუცილებელია ,,სხვადასხვა საკითხების შესწავლისადმი“ ერთგულება და ,,ჩაგვრის სისტემების მოშლა არაძალადობრივი წინააღმდეგობითა და ინკლუზიური სტრუქტურების შენებით, რაც დაფუძნებული იქნება თვითგამორკვევაზე, ღირსებასა და პატივისცემაზე.“
სიცოცხლის დამცველები, რომელთაც “არაძალადობრივი წინააღმდეგობა” და პატივისცემა სურდათ, მარშის მსვლელობისას კიდევ ერთხელ გახდნენ ძალადობის სამიზნეები. LifeSiteNews იუწყება, რომ ქალთა მარშის მონაწილეებს “შეასხეს წყალი, საღებავი, შეურაცხმყოფელ სიტყვებს უყვიროდნენ და გარდა ამისა, სტუდენტებს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. ”ჩვენ ვნახეთ ვანდალიზმი, ძალადობა: იძალადეს, დამარტყეს, ტელეფონი დამაგდებინეს, და სპრეიც შემასხეს,’’ – ეს აქციის ერთ-ერთი მონაწილის სიტყვებია. ხოლო ორსულ ქალს, რომელიც მსვლელობას აპროტესტებდა, აბორტისკენ მოუწოდეს.
სინამდვილეში, “ქალთა მარშის” ქალები ყველა ქალის სახე არანაირად არ არიან. ასე რომ იყოს, ისინი მოსამართლე ემი კოუნი ბარეტს აუცილებლად გაიხსენებდნენ. ეს უკანასკნელი ხომ ერთ-ერთია იმ ხუთი ქალიდან, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად წარადგინეს. ამ ხუთიდან მხოლოდ ორია დედა: ემი კოუნი ბარეტი და რუთ ბადერ გინსბურგი. რადიკალური ფემინისტური იდეოლოგია რომ ყველა ქალზე ზრუნავდეს, მის მიმდევრებს უზენაეს სასამართლოში დედის წარდგენის იდეა მოხიბლავდათ. მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირად ცდილობენ მკვლელობას მხარი დაუჭირონ, ქალების აბსოლუტური უმრავლესობა დედა მაინც ხდება. სიხარულის ნაცვლად, ფემინისტები ძალადობრივად გამოხატავენ პროტესტს ქუჩებში, რადგან ბარეტის წარდგენის შემთხვევაში, უზენაესი სასამართლოს კონსერვატიული უმრავლესობა მაინც დაჯაბნის როის, რაც თავად ბარეტმაც აღნიშნა.
არსებობენ ქალები, რომლებიც არ არიან ფემინისტები. თუმცა, ისინი, ალბათ, აბორტის შედეგად მოკლული ქალები არიან. სელექციური აბორტი უდიდესი გლობალური პრობლემაა. ერთ – ერთი კვლევის თანახმად, დაახლოებით 23 მილიონი ქალი იქნა მოკლული მანამ, სანამ დღის სინათლეს ნახავდა, განსაკუთრებით ჩინეთსა და ინდოეთში: ქვეყნებში, სადავ ამჟამად ქალების მკვეთრი უკმარისობაა. ვინ იცის, რას მიაღწევდნენ ეს ქალები? აბორტის მომხრე გუტმახერის ინსტიტუტი აცხადებს, რომ სელექციური და რასისტული აბორტის აკრძალვა უკანონო არ უნდა იყოს, რადგან აბორტის აკრძალვა ქალებს არ აძლევს აძლევს ქალებს საშუალებას, საკუთარი თავისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებები, თუნდაც ეს გადაწყვეტილებები ანტიფემინისტური იყოს.
ფემინიზმის რადიკალური მიმართულება საერთოდ არაფერს ამბობს ქალებზე, რომლებიც ბავშვებთან ერთადაც ბევრს აღწევენ. შეიძლება ურთიერთსაწინააღმდეგოდ ჟღერდეს, მაგრამ, კვლევა გვიჩვენებს, რომ ბავშვები ქალთა პროდუქტიულობასა და შემოქმედებითობას ზრდიან. თავად ბარეტი ამის საოცარი მაგალითია. ქალებს შეუძლიათ ჰქონდეთ შესანიშნავი კარიერა და ასევე უპრობლემოდ მიუძღვნან თავი ოჯახებს. თუმცა რადიკალურ ფემინიზმში ასეთი ქალები არ მოიაზრებიან. ისინი ხომ ამას ამბობენ: „შენ არ უნდა მოკლა შენი შვილი ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად…“ „კარიერის გარდაც შესაძლებელია წარმატების მიღწევა“.
შეიძლება ხაზგასმით ითქვას, რომ ასეთ მიკერძოებულობას უნდა შევეწინააღმდეგოთ. რა მოხდა, თუ ქალის ამბიცია დედობა და შინ, ბავშვებთან ყოფნაა? რა მოხდება, თუკი მისი ამბიციაა ნახევარ განაკვეთზე იმუშაოს ისეთ სფეროში, რაც ნამდვილად უყვარს და თან სახლშიც დარჩეს? (Pew-სა და Gallup-ის გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ცოტა ქალი თუ ანიჭებს უპირატესობას სრული განაკვეთს, როცა გარემოება ამის საშუალებას იძლევა. ბოლოდროინდელი კვლევების თანახმად, ქალ ექიმებსა და იურისტებს, განსაკუთრებით მათ, ვისაც შვილები ჰყავთ, ნახევარ განაკვეთზე მუშაობა სურთ). არის კი თანამედროვე ფემინიზმში იმის ადგილი, რაც ქალებს რეალურად სურთ?
წიგნში ,,შეუქცევადი ზიანი,“ აბიგაილ შრიერი წერს: ,,ქალიშვილების პათოლოგიზაცია უნდა შევაჩეროთ.” მისი აზრით, თინეიჯერ გოგონათა დიდი უმრავლესობა ტრანსგენდერია. თანამედროვე ფემინიზმი ქალობის პათოლოგიზაციას ახდენს და ქალების მხრიდან მკვლელობის მხარდაჭერას დაჟინებით მოითხოვს. ზოგადად, ქალი თავისუფალი არჩევანის, ბაიდენისეული ”რეპროდუქციული უფლებების” მომხრეა (ამ ტერმინის სრული გაგებით) და კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ნებისმიერ ფასად უნდა ავიდეს. ქალებს, რომლებიც ნებისმიერი სხვა გზით ცდილობენ ,,ფემინისტობას’’ და ორსულობასა და მშობიარობასაც პრობლემოდ იღებენ, ე.წ. ქალთა მარშზე არაფერი ესაქმებათ.
Discussion about this post