,,რეგენერონის’’ მიერ შემუშავებული და წარმოებული და პრეზიდენტი ტრამპის მიერ სახელგანთქმული REGN-COV ანტისხეულების კომბინაციური თერაპიის გამო, მრავლად ვხვდებით ზნეობრივი სახის შეკითხვებს აბორტის გზით მიღებული უჯრედების გამოყენების შესახებ. ეს თუ სიმართლეა, სწორია თუ არა მკურნალობის ეს გზა?
ფაქტებით დავიწყოთ. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ აბორტის გზით მიღებული უჯრედები არ გვხვდება REGN-COV2-ის კვლევით მედიცინაში, რომელსაც პაციენტებს სთავაზობენ. ,,რეგენერონი’’ ორი ტიპის ანტისხეულებისგან, REGN10933-ისა და REGN10987-ისგან შედგება. გარდა ამისა, შარლოტა ლოზიერის ინსტიტუტი მართებულად აღნიშნავს, რომ ,,მკურნალობისთვის ადამიანის ჩანასახის ღეროვანი უჯრედები ან ნაყოფის ქსოვილი არ გამოყენებულა.’’ თავდაპირველად, ანტისხეულები გენმოდიფიცირებულ თაგვებში წარმოიქმნა. REGN-COV2 ანტისხეულების კომბინაცია ჩინური ზაზუნას საკვერცხეების (CHO) უჯრედებში ხდება.
ამ დროს მნიშვნელოვან განმასხვავებელ ნიშანს ვხვდებით: წამლის შემუშავება მის წარმოებაზე ფართო მასშტაბებისაა. არსებობს სამეცნიერო სტატია, რომელიც REGN-COV2-ის მიმართულების უჯრედული ხაზის, HEK293T-ის განვითარებას აღწერს. ეს გახლავთ HEK293, უჯრედული ხაზის მიერ ნაწარმოები პროდუქტი, რომელიც აბორტის მსხვერპლი მდედრი ჩანასახის თირკმლის ქსოვილისგან შექმნეს. ეს HEK293T – ის დერივატივია, რომელიც ვეზიკულარული სტომატიტის ვირუსისა (VSV) და SARS-CoV-2 – ის აფეთქების ფსევდონაწილაკების შესაქმნელად გამოიყენეს, ხოლო ეს ნაწილაკები რეგენერონის ანტისხეულების ნეიტრალიზაციის უნარის შემოწმებას მოხმარდა. სტატიის დამატებით მასალებში ყველაფერი უფრო დაწვრილებით არის ახსნილი. ანალიზის მეთოდები რეგენერონის მიხედვით არ დაწესებულა, თუმცა, გარკვეული ცვლილებები განიცადა.
მოკლედ, რეგენერონში არ იყენებენ აბორტის გზით მიღებულ უჯრედულ ხაზს REGN-COV2 –ის დასამზადებლად, თუმცა, მის შემუშავებაში HEK293T-მ გარკვეული როლი ითამაშა. REGN-COV2– ის ეფექტურობა SARS-CoV-2-ზე იმ ანალიზებით შემოწმდა, რომლებიც HEK293T-ის უჯრედებში ვირუსული ნაწილაკების წარმოებას ითვალისწინებდა.
1987 წლის ინსტრუქციაში Donum vitae, კათოლიკურმა ეკლესიამ დაგმო ადამიანის ემბრიონებისა და ნაყოფების განადგურება სამეცნიერო კვლევებისთვის. ცოტა ხნის წინ, ნაშრომში Dignitas personae, ეკლესიამ დაადასტურა, რომ მათ, ვისაც გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვთ ბიოსამედიცინო კვლევაში, სიცოცხლის განადგურებით მიღებული ბიოლოგიური მასალის გამოყენებაზე უარი უნდა თქვან. ეს ეხება მის დამზადებასა და ზოგადად, შემუშავებას, თუმცა მიმდინარე სამკურნალო წარმოებაში აბორტის გზით წარმოქმნილ უჯრედულ ხაზებზე დამოკიდებულება უფრო მძიმე შედეგებს გვიქადის, ვიდრე გარკვეული მახასიათებლების შესამოწმებლად მისი ერთჯერადი გამოყენება. ამ დანიშნულების უპირველესი მიზანია, ადამიანებს სიცოცხლის ღირებულება შეახსენოს და დაუპირისპირდეს უსამართლო, კანონით ნებადართულ სიტუაციას, რომელიც დილემას ქმნის. ,,მწვავე უსამართლო ქმედებებისადმი ტოლერანტობის აღმოფხვრაც (DP, nn. 34-35) აუცილებელია.“
კარგია თუ არა რეგენერონის ანტისხეულების კოქტეილის, ან რაიმე სხვა პრეპარატის მიღება, რომელიც შესაძლოა აბორტის გზით წარმოქმნილ უჯრედებზეა ბაზირებული? ფასეულობა – ადამიანის სიცოცხლე ჯანმრთელობის დაცვისა და ხელშეწყობისკენ გვიბიძგებს, თუმცა ამორალური ქმედებები გაუმართლებელია. აბორტის გზით მიღებული მასალებით თერაპია თავისთავად არასწორია. არსებობს რეალური საშიშროება, რომ ზოგიერთმა ადამიანმა ასეთი თერაპიები აბორტის შემთხვევების გასაზრდელად, ბოროტი მიზნებით გამოიყენოს. ჯანმრთელობის მწვავე პრობლემებმა შესაძლოა დააყენოს ისეთი თერაპიის საჭიროება, რომელიც აბორტის შედეგად მიღებული მასალებით შემუშავდა (იხ. DP, ,35). სინდისის ქენჯნის გარეშე რეგენერონის ანტისხეულების კომბინირებული თერაპიის გამოყენება მხოლოდ სერიოზული მიზეზის შემთხვევაში შეიძლება.
მნიშვნელოვანია, ვეწინააღმდეგებოდეთ ბიოსამედიცინო კვლევას და აბორტის უჯრედული ხაზების გამოყენებას. ხელი უნდა შეეწყოს ალტერნატიული პროდუქტების შემუშავებას, რომელსაც მსგავსი მახასიათებლები არ ექნება. ეს იმიტომ, რომ ადამიანის სიცოცხლის დასაცავად და აბორტის გზით მიღებული მასალების ბიოსამედიცინო პრაქტიკაში გამოყენების წინააღმდეგ სინდისის გამოღვიძება აუცილებელია (იხ. DP, ნომ. 35). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბიოსამედიცინო და პოლიტიკურ კულტურაში, მორალური ენერგია გონებისა და გულის ტრანსფორმაციაზეა ორიენტირდება, ხოლო წარსულის შეცდომებთან ფუნდამენტური კავშირი თანდათან და მიზანმიმართულად წაიშლება ისე, რომ ამჟამინდელ ცხოვრებას და ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხეს არ შეუქმნის.
შედეგად დინამიურ პარადოქსსა და კრიტიკოსების შეფერხებას დავინახავთ. ცალ მხარეს შესაძლოა ადამიანის სიცოცხლე აღმოჩნდეს და ამიტომ, აბორტის ან ემბრიონის განადგურებით წარმოშობილ მასალებზე დამოკიდებულების მიუხედავად, უკეთესი ალტერნატივების არარსებობისა და მედიკამენტების გადაუდებელი საჭიროების გამო, შესაძლოა, მედიკამენტები გამოვიყენოთ. მეორე მხარეს, ამ მედიკამენტების გამოყენება მხარს უჭერს მოწოდებას ამორალური წყაროების უჯრედული ხაზების გამოყენების წინააღმდეგ ახლა და მომავალში. იგივე შეიძლება ვთქვათ ნებისმიერ კანონზე, პოლიტიკის, რეგულაციისა და ინდუსტრიის სტანდარტებზე, რომლებიც შესაძლებელს ხდის აბორტსა და ემბრიონის ღეროვანი უჯრედების კვლევას, იყენებს ადამიანის სხეულს და სხვა მნიშვნელოვნად უარყოფით ქმედებებს უხსნის გზას. ეს წინააღმდეგობრივი პოზიცია ადამიანის სიცოცხლის დაფასებისა და სამეცნიერო პროგრესისთვის ღირებულია, რადგანაც ინოვაციური მეთოდებისა და მასალების ძიება-პოპულარიზაციას უწყობს ხელს.
დასკვნის სახით, ხაზს ვუსვამთ ფასეულობას – სიცოცხლე – ხელმისაწვდომი მკურნალობის საშუალებით, როგორიცა REGN-COV2-ია და ხაზი გავუსვათ ბიოსამედიცინო კვლევის ტრანსფორმაციის უმნიშვნელოვანეს სამუშაოს ამჟამად და მომავალში.
Discussion about this post