ჩვენს შესახებ

Last updated on October 1st, 2020 at 08:08 am

iFamNews-ი ოჯახის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOF) პროექტია. ჩვენი მიზანი მსოფლიოში პირველი მედიასაშუალების ჩამოყალიბებაა, რომელიც ოჯახის ინსტიტუტისა და ადამიანის სიცოცხლის მხარდამჭერია. IOF-ის მსგავსად, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ათი ათასობით ლიდერს აერთიანებს, ჩვენ მიერ ორგანიზებული ოჯახთა მსოფლიო კონგრესის (WCF) ღონისძიებების ფარგლებში, ვიმედოვნებთ, რომ ახალი ინიციატივის საშუალებით, გლობალურ ოჯახის მხარდამჭერ ონლაინ მკითხველთა საზოგადოებას ჩამოვაყალიბებთ, რომელთათვისაც სანდო წყარო ვიქნებით.

ჩვენი ხელმძღვანელები არიან:

ბრაიან ს. ბრაუნი, დამფუძნებელი და გამომცემელი

ბრაიან ბრაუნი 2016 წლიდან IOF-ის პრეზიდენტია. იგი ქორწინების ეროვნული ორგანიზაციის (NOM) პრეზიდენტი და მისი თანადამფუძნებელია. ქორწინების ეროვნული ორგანიზაცია 2007 წელს დაარსდა. ბრაიანზე რეგულარულად წერს ,,ვაშინგტონ პოსტი,’’ ,,ნიუ იორკ თაიმსი,’’ ,,ესოშიეითიდ პრესი,’’ ,,ლოს ანჯელეს თაიმსი,’’,,ნიუ იორკ პოსტი’’ და აშშ-ის თითქმის ყველა მთავარი გაზეთი. გარდა ამისა, იგი ხშირად ჩანს არხებზე: ABC, CBS, NBC, CNN, FOX News Channel, C-SPAN და MSNBC. ოქსფორდის უნივერსიტეტში განათლებამიღებული და ქორწინების თავგამოდებული დამცველი ბრაუნი პოპულარული სპიკერია, რომელმაც ქვეყნისა და მსოფლიოს მასშტაბით ასობით ადამიანს მოუწოდა შეკრებისკენ. ბრაიანი ამერიკის ისტორიის კანდიდატია კალიფორნიის უნივერსიტეტში, ხოლო ოქსფორდის უნივერსიტეტში, თანამედროვე ისტორიის სპეციალობაში, ბაკალავრისა და მაგისტრის დიპლომს ფლობს. გარდა ამისა, ისტორიის ბაკალავრის წოდება უიტერის კოლეჯში მიიღო. მას და მის მეუღლეს, სუზანს, ცხრა მცირეწლოვანი შვილი ჰყავთ.

მარკო რესპინტი, მთავარი რედაქტორი

მარკო რესპინტი IfamNews-ის მთავარი რედაქტორია. იგი იტალიელი ჟურნალისტი და ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის (IFJ) წევრია. ის გახლავთ ესეისტი, მთარგმნელი და ლექტორი. მუშაობდა და მუშაობს მრავალ ონლაინ და ბეჭდურ გამოცემაში, როგორც იტალიაში, ისე – მის ფარგლებს გარეთ. ის მრავალი წიგნის ავტორი, მთარგმნელი და რედაქტორია. მისი დამუშავებულია წიგნები, რომელთა ავტორებიც ედმუნდ ბურკი, ჩარლზ დიკენსი, ტომას სტერნს ელიოტი, რასელ კირკი, ჯ.რ.რ. ტოლკინი, დეჯინ ფერნოუდი და გუსტავ თიბონი არიან. იგი რასელ კირკის კულტურული განახლების ცენტრის უფროსი თანამშრომელი და არაპარტიული, არაკომერციული განათლების ორგანიზაციის წევრია, რომელიც მეკოსტაში, მიჩიგანის შტატში მდებარეობს. გარდა ამისა, ის გახლავთ  ევროპის განახლების ცენტრის საბჭოს წევრი ჰააგაში, ნიდერლანდებში. ის არის ორი აკადემიური პუბლიკაციის პასუხისმგებელი დირექტორი: The Journal of CESNUR და Bitter Winter:  ჟურნალის, რომელიც რელიგიურ თავისუფლებასა და ადამიანის უფლებებს ეხება და ჩინეთში გამოიცემა.

ჯოზეფ ლ. გრაბოვსკი, უფროსი რედაქტორი

ჯოზეფ გრაბოვსკი ოჯახის საერთაშორისო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორია. გარდა ამისა, ის ქორწინების ეროვნული ორგანიზაციის კომუნიკაციების ხელმძღვანელიცაა. ჯოზეფი წმინდა ჩარლზის სახელობის ბორომეოს სემინარიის ფილოსოფიის ბაკალავრია და ინგლისურენოვანი მაგისტრატურის საფეხური ოვერბრუკში, მარკეტის უნივერსიტეტში აქვს გავლილი. ადგილობრივ და ეროვნულ მედიაში ჯო ტრადიციული ქორწინებისა და ოჯახთან დაკავშირებული საკითხების ექსპერტია. მედიასაშუალებებში შედის ,,ნიუ იორკ თაიმსი,’’ ,,ვაშინგტონ პოსტი,’’ ,,ბოსტონ გლოუბი,’’ ,,ბრაიბარტი’’ და სხვები. ჯოს ნაშრომები ტრადიციული ქორწინებისა და ოჯახის, კათოლიკურ საზოგადოებრივ მოძღვრებაზე გ.კ. ჩესტერტონსა და ჰილარი ბელოკთან ერთად არის დაბეჭდილი ისეთ გამოცემებში, როგორიცაა The Stream, Gilbert Magazine, Ethika Politika, და The Distributist Review. გარდა ამისა, იგი სიტყვით გამოვიდა რამდენიმე ეროვნულ კონფერენციაზე, სადაც გ.კ. ჩესტერტონი მეოცე საუკუნეში ლიტერატურასა და აზროვნებაზე საუბრობდა.

Welcome Back!

Login to your account below

Create New Account!

Fill the forms below to register

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.