• Latest
  • All
აშშ-ის  საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ჯერ არც ერთ შტატში არ არის ცნობილი

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ჯერ არც ერთ შტატში არ არის ცნობილი

November 16, 2020
ბიბლიიდან ციტატის მოყვანის გამო ფინელ პოლიტიკოსს პატიმრობა ემუქრება

ბიბლიიდან ციტატის მოყვანის გამო ფინელ პოლიტიკოსს პატიმრობა ემუქრება

December 11, 2020
Unione Europea

ევროკავშირის ეკონომიკური სანქციები ჯერარდაბადებულთა დამცველთათვის

November 30, 2020
რა ბედი ელის სოციალურ კონსერვატიზმს?

რა ბედი ელის სოციალურ კონსერვატიზმს?

November 27, 2020
„არასრულწლოვნებზე რეცეპტის გარეშე გაცემული ,,ellaOne?’’ – ორმაგი ტყუილი

„არასრულწლოვნებზე რეცეპტის გარეშე გაცემული ,,ellaOne?’’ – ორმაგი ტყუილი

November 23, 2020
სასწორზე დადებული რწმენა, ოჯახი და თავისუფლება 2020 წლის მადლიერების დღეზე

სასწორზე დადებული რწმენა, ოჯახი და თავისუფლება 2020 წლის მადლიერების დღეზე

November 20, 2020
მედიის მანიპულაციები 2020 წლის არჩევნებზე

მედიის მანიპულაციები 2020 წლის არჩევნებზე

November 14, 2020
,,რა იქნებოდა, ქორწინების მაგივრად, მეგობრობა რომ იყოს ცხოვრებაში მთავარი?“ – კითხულობს გამოცემა The Atlantic

,,რა იქნებოდა, ქორწინების მაგივრად, მეგობრობა რომ იყოს ცხოვრებაში მთავარი?“ – კითხულობს გამოცემა The Atlantic

November 11, 2020
,,ერთი პლანეტა, ერთი ბავშვი:” ახალი შემზარავი კამპანია ოჯახის, ბავშვებისა და სიყვარულის წინააღმდეგ

,,ერთი პლანეტა, ერთი ბავშვი:” ახალი შემზარავი კამპანია ოჯახის, ბავშვებისა და სიყვარულის წინააღმდეგ

November 6, 2020
დიდი ალბათობით დონალდ ტრამპს ხელახლა აირჩევენ

დიდი ალბათობით დონალდ ტრამპს ხელახლა აირჩევენ

November 5, 2020
რატომ  იქნებოდა ტრამპის გამარჯვება კარგი ფრანგებისათვის

რატომ იქნებოდა ტრამპის გამარჯვება კარგი ფრანგებისათვის

November 3, 2020
  • ჩვენს შესახებ
  • კონტაქტი

Navigation Button Subscribe

  • გამოიწერეთ სიახლეები
February 24, 2021
  • Login
  • Register
No Result
View All Result
  • ქართული
    • English
    • Français
    • Deutsch
    • Italiano
    • Español
    • Русский
    • српски

Navigation Button Donate

  • Donate
International Family News Network (IFN)
  • მთავარი
  • თვალსაზრისი
  • საზოგადოება
  • ოჯახი
  • კულტურა
  • პოლიტიკა
  • გართობა
  • მეცნიერება
  • პეტიციები
  • გამოიწერეთ სიახლეები
  • Donate
International Family News Network (IFN)
  • მთავარი
  • თვალსაზრისი
  • საზოგადოება
  • ოჯახი
  • კულტურა
  • პოლიტიკა
  • გართობა
  • მეცნიერება
  • პეტიციები
  • გამოიწერეთ სიახლეები
  • Donate
No Result
View All Result
International Family News Network (IFN)
No Result
View All Result

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ჯერ არც ერთ შტატში არ არის ცნობილი

იგივე პოზიციაზე იქნებოდა თუ არა მედია სხვაგვარი მონაცემების შემთხვევაში?

ფრენკ შუბერტი by ფრენკ შუბერტი
November 16, 2020
in თვალსაზრისი, პოლიტიკა, უახლესი ამბები
29
Reading Time: 2min read
0
აშშ-ის  საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ჯერ არც ერთ შტატში არ არის ცნობილი
Share on FacebookShare on TelegramShare on TwitterShare on WhatsAppShare on WeChat

მიუხედავად იმისა ,რომ ამერიკის არც ერთ შტატში  საბოლოო შედეგები არ არის ცნობილი და ზოგ შტატში ხმების დათვლა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ბაიდენი არჩეულ პრეზიდენტად უკვე გამოცხადებულია. ეს ყველაფერი მიკერძოებულ მედიაზე მიუთითებს. ამ კვირაში   ბიულეტენების დათვლის სისტემურ საკითხებთან დაკავშირებით, სასამართლო პროცესებია მოსალოდნელი.

ამ ყველაფერს საინფორმაციო საშუალებები ყურადღებას არ აქცევენ და რადგან ჯო ბაიდენი  ხმების რაოდენობით ლიდერობს, მედია და დემოკრატები ტრამპს დათმობისკენ მოუწოდებენ, რომ არაფერი ვთქვათ ადამიანებზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, რომლებიც ამერიკის მომავალ სავარაუდო პრეზიდენტს უჭერენ მხარს.

ტრამპი რომ ლიდერი ყოფილიყო, მედია  ბაიდენს დათმობაზე წასვლისკენ მოუწოდებდა? რა თქმა უნდა არა.

ბიულეტენების დათვლას დრო სჭირდება. ამას ამძაფრებს რამდენიმე შტატის, დემოკრატი სახელმწიფო მოხელის გადაწყვეტილება, რომ ყველა რეგისტრირებულ ამომრჩეველს, ბიულეტენები ფოსტით გაეგზავნოთ. ეს პროცესი  თავისთავად უნდა ჩატარდეს. ესაა ჩვენი ამჟამინდელი მდგომრეობა:

Associated Press- ის ბოლო მონაცემების თანახმად,  ჯო ბაიდენი  რამდენიმე შტატში ლიდერობს. თუ ეს მდგომარეობა შენარჩუნდა, ის გახდება არჩეული პრეზიდენტი.  თუმცა AP და სხვა საინფორმაციო საშუალებები მას უკვე არჩეულ პრეზიდენტად მოიხსენიებენ.

მთავარ შტატებში ხმების დათვლა გრძელდება. ბაიდენი  არიზონაში ახლა მხოლოდ 17000 ხმით ლიდერობს როცა ერთხელ  90,000-ს გადააჭარბა. აშკარად 70,000-ზე მეტი ხმაა ჯერ დასათვლელი. თუ  საბოლოოდ ბაიდენი არიზონაში წააგებს,  მისი ამომრჩეველთა კოლეგიის  290 ხმა 279-მდე დაეცემა, ხოლო ტრამპის – 11 ხმით გაიზრდება. გადათვლა ხდება ვისკონსინში, რომელიც მედიის თქმით მხარს ბაიდენს უჭერდა.  დათვლის დასრულებამდე, ბაიდენის ამომრჩეველთა კოლეგიის ხმა 10-ით მცირდება, რაც  საჭირო 270 ხმას ეჭვქვეშ აყენებს. ჯორჯიას შტატში, სადაც ბაიდენი  დაახლოებით 10,000 ხმით ლიდერობს, ხელახალი დათვლა კომპიუტერის საშუალებით ხდება. კომპიუტერის “შეცდომამ” ჯო ბაიდენს მიანიჭა დაახლოებით 7,000 ხმა, რაც პრეზიდენტ ტრამპს ეკუთვნოდა. სავარაუდოდ, ეს შეუსაბამობა დაფიქსირდა და ხმების რაოდენობა გამოსწორდა, მაგრამ იგივე სისტემა  ჯორჯიასა და  სხვა  ბევრ შტატშიც გამოიყენეს. ხმათა გადათვლის შედეგად გამარჯვებული  ჯორჯიას  ამომრჩეველთა კოლეგიის 16  ხმას მიიღებს. პენსილვანიაში, სადაც ბაიდენი დაახლოებით 45,000 ხმით ლიდერობს და მასმედიამ იგი გამარჯვებულად გამოაცხადა, ამჟამად მიმდინარეობს ბრძოლა დროებით ბიულეტენებზე (იხილეთ დისკუსია ქვემოთ). ეს არის დავა ათასობით ბიულეტენის გამო, რომელიც აშშ-ს უზენაეს სასამართლოში უკვე მიმდინარეობს. იმავდროულად, ტრამპი ლიდერობს ჩრდილოეთ კაროლინაში, სადაც, კენჭისყრის დასრულების შემდეგ,  ამომრჩეველთა კოლეგიის 15  ხმა უნდა აიღოს. ტრამპი ალასკაზე დიდი უპირატესობით სარგებლობს და მიიღებს კიდეც ამ შტატის ამომრჩეველთა კოლეგიის 3  ხმას (და კიდევ, რატომ არ ვუწოდებთ ტრამპის მომხრეს ისეთ შტატს, რომლიდანაც მან ხმების 62% მიიღო?).

გარდა იმისა, რომ საჭიროა დაველოდოთ ყველა ბიულეტენის დათვლას გამარჯვებულის გამოცხადებამდე, ასევე საჭიროა მთელი რიგი მიმდინარე და პოტენციური იურიდიული საკითხების მოგვარება.  მნიშვნელოვანი სასამართლო პროცესები პენსილვანიაში უკვე მიმდინარეობს.

პენსილვანიის შტატის მოსამართლეებმა განაცხადეს, რომ ფოსტით მიცემული ხმების ჩამოსვლას  3 დღე აგვიანდება. ეს კი სახელმწიფო წესებს არღვევს. აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ 4-4 ხმით უარი თქვა ამ საკითხის გადაწყვეტაზე არჩევნების დღემდე, მაგრამ ბრძანა, რომ ეს ბიულეტენები აღარ დათვლილიყო. მოსამართლე ემი კოუნი ბარეტი და  რესპუბლიკელები იმედოვნებენ, რომ უზენაესი სასამართლო განჩინებას მათ სასარგებლოდ გამოიტანს.

პენსილვანიაში ამომრჩეველს არჩევნების დღეს “დროებითი ბიულეტენით” შეუძლია ხმის მიცემა, მაშინაც კი, თუ მას პირადობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი არ აქვს. ასეთ ამომრჩევლებს 9 ნოემბრამდე მიეცათ დრო იდენტიფიკაციის გასავლელად, თუმცა შემდეგ ეს დრო 12 ნოემბრამდე გაუგრძელეს და სახელმწიფო მოსამართლემ  ასეთი  ბიულეტენების ცალკე გამოყოფა ბრძანა.

პენსილვანიის კიდევ ერთი საქმე დროებით ბიულეტენებს ეხება, როცა ხმის მიცემა მოხდა დაუსწრებლად, ელ– ფოსტის საშუალებით. ზოგი დემოკრატის აზრით, ასეთი ბიულეტინები უნდა დაითვალოს.

მიმდინარეობს ორი სასამართლო პროცესი, რომლებიც ამტკიცებენ, რომ რესპუბლიკელი დამკვირვებლები ბიულეტენების კანონდარღვევით  დათვლაში დაადანაშაულეს.

არიზონაში, ტრამპის კამპანია აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც ამომრჩევლებმა ხელი მწვანე ღილაკს დააჭირეს, კენჭისყრის აპარატებმა შეცდომა დააფიქსირა და შედეგად ტრამპის ათასობით ხმა გაბათილდა.

მიჩიგანში რესპუბლიკურ პარტიას არ აქვს წვდომა ბიულეტენების დათვლაზე, რის გამოც სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

ნევადაში, ტრამპის კამპანია ჩივის რომ არჩევნებში 3000–ზე მეტი ისეთი ადამიანი მონაწილეობდა, რომელთაც არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდათ, რადგან ისინი ამ შტატის მცხოვრებნი აღარ იყვნენ.  გარდა ამისა, ტრამპის მრავალი მხარდამჭერი ამტკიცებს, რომ ფოსტით მიცემული ხმები მოიპარეს. ეს კი მხოლოდ მაშინ აღმოაჩინეს, როდესაც ისინი საარჩევნო უბნებზე ხმის მისაცემად გამოჩნდნენ.

დავის მიზეზები თანდათანობით იმატებს. ტრამპის მრავალი მომხრე  ხარვეზებსა ან აშკარა თაღლითობის ყველა სავარაუდო შემთხვევაზე მიუთითებს, რაც დონალდ ტრამპს ხმების მოპარვის მტკიცებულებად მიაჩნია. მართლაც, ტრამპიც სწორედ ამას ამტკიცებდა. მნიშვნელოვანია, რომ იურიდიული პროცესი თავისთავად განვითარდეს და ტრამპის კამპანიამ  საქმის სასამართლო განხილვა შეძლოს.

ამავე დროს, მნიშვნელოვანია იმის აღიარებაც, რომ იურიდიული საქმის წარმოება მხოლოდ მტკიცებულებების საფუძველზე შეიძლება. ტრამპის კამპანიას შეუძლია წარმოადგინოს თაღლითობის, ბოროტად გამოყენების ან უკანონო საქმიანობის მტკიცებულებები. გარდა ამისა, მათ უნდა დაადგინონ, რომ ეს მტკიცებულებები კონკრეტულ შტატში შედეგის შესაცვლელად საკმარისია. მაგალითად, საკმარისის არაა დავამტკიცოთ, რომ ნევადაში 3,000-მა ადამიანმა არალეგალურად მისცა ხმა, რადგანაც ტრამპს ნევადაში 36,000 ხმიანი მაჩვენებეი აქვს ამჟამად.  ყველა სავარაუდო არაუფლებამოსილი ადამიანის ხმა ბაიდენს რომ მივაწეროთ, მაინც რთული იქნება განსხვავებული შედეგის დანახვა.

სარწმუნოა ის ფაქტი, რომ ბევრი კონსერვატორი გახდა ინტერნეტ-მიმების სამიზნე იმ დეზინფორმაციის შემცველობით, რომელიც კონსპირაციულ საარჩევნო პროცესზე საუბრობს.

ინტერნეტში გავრცელებული დაუსაბუთებელი წყაროს მიხედვით, ითვლიდნენ ბიულეტენებს, რომელსაც არ გააჩნდა საიდუმლო ნიშანი და, სავარაუდოდ  ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ (DHS) იყო დაბეჭდილი. თუმცა, DHS სახელმწიფო ბიულეტენების დაბეჭდვაში არ მონაწილეობს. ბიულეტენები  ცალკეული შტატების მიერ იბეჭდება.

ჯორჯიას შტატში ხმის მიცემასთან დაკავშირებით ლეგიტიმურ და სრულიად გასაგებ შეშფოთებას ვაწყდებით. ბაიდენის 7000 ხმა, რომლებიც რეალურად ტრამპისთვის იყო.  ეს არის მთავარი საკითხი, რომელიც საფუძვლიანად უნდა იქნას განხილული, რადგან იგივე პროგრამა  ჯორჯიას  ბევრ ოლქში და სხვა შტატებშიც გამოიყენეს. ჯორჯიას ოფიციალურმა წარმომადგენლებმა მას „ცრუ სიგნალი“ უწოდეს და პრობლემა გამოასწორეს. ბუნებრივია, ეს მკაცრად უნდა გამოიკვლიონ ყველა იურისდიქციაში, სადაც ეს პროგრამა გამოიყენებოდა. მე ვთვლი, რომ  ტრამპისა და სახელმწიფო არჩევნების ოფიციალური წარმომადგენლები ზუსტად ამას აკეთებენ. მიუხედავად ამისა, ინტერნეტშეთქმულების თეორეტიკოსები ამტკიცებენ, რომ ყველგან, სადაც ეს პროგრამა გამოიყენებოდა, კენჭისყრის შედეგებს საფრთხე დაემუქრა.  

როგორც თანამდებობიდან გადამდგარი გენერალი ამტკიცებს,  მას ჰქონდა ინფორმაცია მასობრივი შეთქმულების შესახებ, რომელიც ხორციელდებოდა სუპერკომპიუტერის  “Hammer” და კომპიუტერული პროგრამა “Scorecard” საშუალებით. მისი მიზანი იყო ხმების შეცვლა ან ყალბი ხმების შექმნა. სავარაუდოდ, ეს პროგრამა  CIA– ს მიერ შემუშავდა და  უცხო ქვეყნებში ხმის მიცემის შედეგებზე ზემოქმედების მიზნით გამოიყენება, მაგრამ იგი უცნობმა ოპერატორებმა  აშშ – ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოიყენეს. ტრამპის ერთ-ერთმა ცნობილმა ადვოკატმა, სიდნი პაუელმა, განაცხადა, რომ შესაძლოა კომპიუტერულმა პროგრამამ შეცვალა ხმების 3% და დასაანგარიშებელი იყო, თუ რამდენი ხმა სჭირდებოდა ბაიდენს გასამარჯვებლად ისეთ მთავარ შტატში, როგორიც მიჩიგანია.

პაუელმა გასულ კვირას სატელევიზიო ინტერვიუერს მიანიშნა, რომ აშშ-ს იუსტიციის სამინისტრო “Scorecard” – ის ბრალდებებს იძიებდა. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ასეა. თუმცა არის საკითხები, რომლებსაც არ იჯერებენ.  ერთი–ერთია სუპერკომპიუტერისა და Scorecard პროგრამის შემქმნელი დენის მონტგომერი, რომელიც ტრამპის მხარდაჭერია. თუ საქმე ამაშია, რატომ არ წამოსწია მან წინ თავისი პროგრამის შესაძლებლობა იმის დასამტკიცებლად ან უარსაყოფად, რომ მას რაიმეს გაკეთება შეეძლო? გარდა ამისა, მონტგომერი  ბევრ სიყალბეშია გარეული. მაგალითად, ის ამტკიცებდა, რომ  შეიმუშავა კომპიუტერული პროგრამები, რომლებსაც შეეძლოთ ალ ქაიდასათვის განკუთვნილი შეტყობინებების დადგენა, რომლებიც ალ ჯაზირას სატელევიზიო გადაცემებში იყო დაშიფრული. თუმცა, ტერორისტული შეტყობინებები არ დადასტურდა. მონტგომერი ამტკიცებდა, რომ მის კომპიუტერულ პროგრამებს შეეძლოთ ტერორისტების სახისა და იარაღის იდენტიფიცირება დრონის საშუალებით, ან – წყალქვეშა ნავების დაფიქსირება. შედეგად, მან სახელმწიფო კონტრაქტორისგან მნიშვნელოვანი ფულადი კომპენსაციები  მიღო.  მთავრობის დიდი ფულადი კომპენსაციების სანაცვლოდ, მონტგომერი ნევადას კაზინოებში აზარტული თამაშებით იყო დაკავებული.

იმედი მაქვს, რომ გენერალური პროკურორი ბილ ბარი ამ დაუსაბუთებელ ბრალდებებს დაუყოვნებლივ შეისწავლის. ასევე ქვეყნისთვის აუცილებელია ინტერნეტ თაღლითობების გამოაშკარავება.

რასთან გვაქვს საქმე?

მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გადაწყვეტილი ჯერ კიდევ არ არის. ხმების დათვლა ჯერ არც ერთ შტატს არ დაუსრულებია. ჩანს, რომ ჯო ბაიდენი საკმაოდ ბევრ შტატში ლიდერობს და თუ ეს ასე შენარჩუნდა, არჩეული პრეზიდენტი ბაიდენი გახდება.


ახლა  კანონის შესაბამისად ბიულეტენების დათვლის პროცესის მოწესრიგებაა საჭირო. ასევე ხალხი უნდა დარწმუნდეს, რომ არანაირ ინტერნეტშეთქმულებას არ აქვს ადგილი.

Tags: არჩევნებიბაიდენიინტერნეტშეთქმულებატრამპი
ფრენკ შუბერტი

ფრენკ შუბერტი

ფრენკ შუბერტი, ოჯახის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOF) საკომუნიკაციო კონსულტანტი, ამერიკის საზოგადოებრივ საქმეთა საუკეთესო პროფესიონალად ორჯერ დაასახელეს. ის იგივე როლს ასრულებს ქორწინების ეროვნულ ორგანიზაციაში (NOM). იგი ბევრს მუშაობდა ოჯახთან დაკავშირებულ საკითხებზე, ქორწინების მხარდაჭერაზე, ადამიანის ცხოვრების სიწმინდეზე, რელიგიურ თავისუფლებასა და სხვა საკითხებზე. შუბერტი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ექსპერტია საინიციატივო კამპანიების მენეჯმენტში. მან 50-ზე მეტი ასეთი კამპანია ათზე მეტ შტატში მოიგო და მისმა გამარჯვებებმა 80% -ს მიაღწია. მან რვა წარმატებული კამპანია განახორციელა კალიფორნიაში, რომელთაც მოჰყვა გამარჯვებული კამპანიები ქორწინების შესახებ მეინსა და ჩრდილოეთ კაროლინაში. მისი მოსაზრებები ფართოდ გავრცელდა ეროვნული და საერთაშორისო მედიის მიერ და მანაც ბევრჯერ ისაუბრა ახალი ამბების სააგენტოებში. გარდა ამისა, ფრენკ შუბერტი საზოგადოებრივ საქმეთა ფირმის, Inspiration Strategies-ს, დამფუძნებელია.

Discussion about this post

Popular News


    IFN – International Family News Network

    © 2020 IFN – International Family News - All Rights Reserved.

    Quick Links

    • ჩვენს შესახებ
    • კონტაქტი
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა

    Follow Us

    No Result
    View All Result
    • მთავარი
    • თვალსაზრისი
    • საზოგადოება
    • ოჯახი
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • გართობა
    • მეცნიერება
    • პეტიციები
    • გამოიწერეთ სიახლეები
    • Donate

    • en English
    • fr Français
    • de Deutsch
    • it Italiano
    • es Español
    • ge ქართული
    • ru Русский
    • sr српски
    • Login
    • Sign Up

    © 2020 IFN – International Family News - All Rights Reserved.

    Welcome Back!

    Login to your account below

    Forgotten Password? Sign Up

    Create New Account!

    Fill the forms below to register

    All fields are required. Log In

    Retrieve your password

    Please enter your username or email address to reset your password.

    Log In
    გამოიწერეთ სიახლეები